„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
გახარია არსად არც შესულა და არც გამოსულა. ის და მისი პარტია პარლამენტში იყვნენ, მაგრამ იყვნენ ე. წ. ბოიკოტის რეჟიმში და აცხადებდნენ, რომ არ იყო ლეგიტიმური პარლამენტი. ახლა ვკითხოთ გახარიასა და მის წარმომადგენლებს - ეს პარლამენტი როდიდან გახდა მათთვის ლეგიტიმური?!, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, რითაც გიორგი გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლას ეხმაურება.
მისივე თქმით, გახარიას პარტიას რეიტინგი დავიდა თითქმის ნულამდე მისივე არასწორი ნაბიჯების გამო.
„თვითონ გაიქცა და ამბობდა რომ გერმანიაში რაღაც მოლაპარაკებებზე იყო, რამდენიმე თვეა უკვე იქაა და საინტერესოა, რა მოლაპარაკებებზეა იქ წასული?! ამ დიდ მოლაპარაკებებში ნახა ის, რომ მისი პარტიის რეიტინგი ნულამდეა დასული და ახლა გადაწყვიტა, რომ იქნებ პარლამენტში შესვლამ უშველოს“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში მუშაობის გადაწყვეტილება მიიღო.