1760977634
"არცერთი ადამიანი, რომელიც ამ ფორმით არის დაკავებული, არ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული" - ადვოკატი შოთა თუთბერიძე გზის გადაკეტვის ფაქტებზე დაკავებულების შესახებ

გზის გადაკეტვის ფაქტებზე ადმინისტრაციული საქმეები გრძელდება. დღეს ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა კიდევ 5 პირი დააკავეს. მოსამართლემ თემურ სარალიძეს 6 დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
4 დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა მოსამართლემ ნინო ბერუაშვილს. ცოტა ხანში უნდა დაიწყოს ქეთა ციცქიშვილის საქმის განხილვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას და აქციაზე სახის დაფარვას ედავება.
ქეთა ციცქიშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, პირები, რომლებიც აღნიშნული ფორმით არიან დაკავებულები, არ უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი.
"არცერთი ადამიანი, რომელიც ამ ფორმით არის დაკავებული, არ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული და დაკავებული არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.