გრეტა წიწავა: შალვა პაპუაშვილი თავის კოლეგას უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერს ხელს

გრეტა წიწავა

შალვა პაპუაშვილი თავის კოლეგას უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერს ხელს, - განუცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გრეტა წიწავამ უნგრეთში ჟურნალისტებს.

„საქართველოს პარლამენტის შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს. ის შეხვდება უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ვიქტორ ორბანს, ასევე შეხვედრას გამართავს მის კოლეგასთან, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან და შეხვედრა გაიმართება უნგრეთის პრეზიდენტთან. ვიქტორ ორბანთან შეხვედრა იქნება როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. შალვა პაპუაშვილი თავის კოლეგას უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვან მემორანდუმს მოაწერს ხელს. ეს არის საქართველოს პარლამენტსა და და უნგრეთის ეროვნულ ასამბლეას შორის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს თავის მხრივ ორ პარლამენტს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავებას როგორც საკომიტეტო, ასე ადმინისტრაციული მიმართულებით“, - აღნიშნა დეპუტატმა.

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში 26 იანვარს გაემგზავრა.