გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ამას ხელს. სწორედ, ეს არის მანიპულაცია რასაც გოგაშვილი მიმართავს - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

 „გოგაშვილი თვითონ იყო უშიშროების ერთ-ერთი ხელმძღვანელი და გამოდის, თვითონ უწყობდა ხელს. თუ იცოდა ეს, რატომ არ თქვა. სწორედ, ეს არის მანიპულაცია რასაც გოგაშვილი მიმართავს, რაზეც არის სისხლის სამართლის საქმე აღძრული“- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა გადაცემაში „დროული კითხვები - ეკა სეხნიაშვილთან ერთად“ განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, გოგაშვილი თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და მათ ბევრჯერ აქვთ მსგავსი მასალები რეალური მტკიცებულებების გარეშე გამოქვეყნებული.

„დღეს, ჩვენ დავინახეთ, რომ თურმე გოგაშვილი თანამშრომლობს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და რადიკალურ ოპოზიციასთან. რა მტკიცებულებები არის გოგაშვილის ხელით ნაწერი რაღაცები, აი ეგ არის მთავარი. სამჯერ აქვთ ანალოგიური მიგნებები კონკრეტული რეალური მტკიცებულებების გარეშე გამოქვეყნებული და დღეს, ასე ვთქვათ, „ოპერაცია სოსო გოგაშვილი“ უნდათ, რომ განახორციელონ, ეს არის რეალობა. ISFED-მა ერთხელ დადოს რეალური აღსარება, რატომ მოახდინა პარალელური ხმების დათვლის გაყალბება, რაც რევოლუციური სცენარის განხორციელების მთავარი საფუძველი გახდა.

იქნებ ახლა ეს მეორე სცენარია რევოლუციური მოვლენების განვითარების. ამ არასამთავრობო ორგანიზაციების ასეთი ქმედებები ბევრჯერ არის მიმართული, სწორედ იქითკენ, რომ სიტუაციის დესტაბილიზაცია მოახდინონ. ახლა, ასეთი ადამიანი შეიძლება ეძებს თავის გამართლებისათვის პოლიტიკური პატიმრის და დევნილის შარავანდედი მოირგოს. სწორედ ასეთ პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე, ერთი სოსო გოგაშვილი ყოფილა, რომელიც დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ კურსს და ამას შეეწირა,“- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.