წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
მონღოლთა იმპერატორი, ჩინგიზ ხანი (ახ. წ. 1162-1227 წწ.) იყო არა მხოლოდ ცნობილი მეომარი და ისტორიაში უდიდესი იმპერიის დამაარსებელი, არამედ საკმაოდ ნაყოფიერი მამაც, რომელმაც იმდენი შვილი გააჩინა, რომ მსოფლიოში 200 კაციდან ერთი მისი პირდაპირი შთამომავალია.
რომ დაიბადა, თემუჯინი ვდაარქვეს, ტიტული ჩინგიზ ხანი კი მოგვიანებით მას ტომის ბელადებმა ბრძოლებში გამარჯვების შემდეგ მიანიჭეს. ეს ნიშნავდა „მსოფლიო მმართველს“.
2003 წელს ჩატარებულმა გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ 16 მილიონამდე ცოცხალი მამაკაცი სავარაუდოდ ჩინგიზ ხანის პირდაპირი შთამომავალი იყო. მათი Y ქრომოსომების გენეტიკური მაჩვენებლები ვარაუდობენ, რომ ისინი ყველა წარმოიშვნენ ერთი მამაკაცისგან - „სუპერ მამისგან“, მონღოლეთის ხანის საგვარეულოდან.
Y ქრომოსომა გადაეცემა მხოლოდ მამიდან შვილს და ეს მაჩვენებლები გამოიყენება მამრობითი ხაზის დასადგენად. კვლევამ აჩვენა, რომ მამობის ეს თანმიმდევრული და წარმატებული გავრცელება მამიდან შვილზე, იყო შერჩევის შედეგი და არა - შემთხვევითი. სამეცნიერო ჟურნალ Nature-ის თანახმად, „ასეთი წარმატებული სისხლის ხაზის ჩამოყალიბება ხშირად დამოკიდებულია სოციალურ სისტემებზე, რომლებიც საშუალებას აძლევს ძლევამოსილ მამაკაცებს, ჰყავდეთ შვილები მრავალ ქალთან“.
ჩინგიზ ხანს ჰყავდა მინიმუმ ექვსი მონღოლი ცოლი და 500-ზე მეტი ხარჭა. ხარჭები, როგორც წესი, იყვნენ დედოფლები ან პრინცესები, რომლებიც ტყვედ აიყვანეს იმ ტერიტორიებიდან, რომლებიც მან დაიპყრო ან მისცეს მას მოკავშირეების, ვასალების ან სხვა ტომებმა. მისი წარმომავლობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, ჩინგიზმა ყველა მათგანისთვის დრო გამონახა და ეს კავშირები საკმაოდ ნაყოფიერი გამოდგა.