„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
„ფორმულას“ მიერ გავრცელებული დეზინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, სუსის უფროსი, სუსის თანამშრომლები, საზღვრის დაცვის დეპარტამენტი მონაწილეობს დანაშაულში და ეს ვისზეა დარტყმა, ჩემზე? არა, ეს არის სახელმწიფოზე მიზანმიმართული დარტყმა და მე ვარ გამოყენებული, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივ დავაზე საუბრისას.
ხაინდრავას თქმით, ის ყველანაირი ფაქტით ადასტურებს, რომ პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე ორივე გადაცემაში არის სიცრუე.
„რამდენად არის ეს პორნოლიბერალური სამყარო ჩამოშლილი - აღარც სინდისი, აღარც ნამუსი, აღარც პრინციპულობა. მე ხომ გამოყენებული ვარ მხოლოდ, დარტყმა ხომ სახელმწიფოზე იყო გაკეთებული“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს გაიმართა. განაჩენს მოსამართლე 14 ივლისს გამოაცხადებს.