1759659123
როგორიც იყო 2007 წელს „ნაცი“, რომელიც იჭრებოდა „იმედში“, „რუსთავი 2“ - ს ართმევდა მესაკუთრეს, რომელიც შეიჭრა საზოგადოებრივ მაუწყებელში, ასეთივე „ნაცები“ არიან ის 20 წლის აკაცუკები, რომლებიც გუშინ გაზს ასხამდნენ ჟურნალისტებს - პრემიერი

ეს არის „ნაცის“ სახე, ის 20 წლის აკაცუკიც სინამდვილეში არის „ნაცი“. როგორიც იყო 2007 წელს „ნაცი“, რომელიც იჭრებოდა ტელეკომპანია „იმედში“, რომელიც „რუსთავი 2“ - ს ართმევდა კერძო მესაკუთრეს, რომელიც შეიჭრა თავის დროზე საზოგადოებრივ მაუწყებელში კანონის ფორმით და ა.შ. ასეთივე „ნაცები“ არიან ის 20 წლის აკაცუკები, რომლებიც გუშინ გაზს ასხამდნენ ჟურნალისტებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციაზე ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე საუბრისას.
„მათ აქვთ ნასწავლი საკუთარი გარემოცვიდან, რომ ტელეკომპანიაზე თავდასხმა ნორმალურია, ჟურნალისტზე თავდასხმა ნორმალურია, სწორი იყო, როდესაც „იმედში“ შეიჭრა 2007 წელს „ნაცმოძრაობა“. ასე აქვთ ნასწავლი, ასე აქვთ გამჯდარი. ამის გაგრძელება ვიხილეთ ჩვენ რეალურად გუშინ. 20 წლის „ნაცები“ იქცეოდნენ ისე, როგორც თავის დროზე იქცეოდნენ სააკაშვილი, გვარამია და სხვა ცნობილი ოდიოზური „ნაციონალები“, ეს არის მათი სახე და მათი ბუნება.
აქ კიდევ უფრო შემაშფოთებელი არის ის, რომ ეს ფაქტი არ დაუგმია არც ერთ „ნაცურ“ ტელევიზიას, არც ერთ ელჩს, არც ერთ უცხოურ ინსტიტუციას, სად წავიდა მედიის თავისუფლებაზე ზრუნვა? აქედან ჩანს, რომ ყველგან არის ორმაგი სტანდარტები, რომ არსად არის ღირებულებები, ამ ადამიანებისთვის, მათი უცხოელი პატრონებისთვის და კონკრეტული ელჩებისა და ინსტიტუტებისთვის, არავითარი ფასი არ აქვს მედიის თავისუფლებას. მათთვის მედია არის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი ობიექტი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.