იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების მინისტრმა კონგრატბაი შარიპოვმა უმასპინძლა.
"შეხვედრაზე მხარეებმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, სამომავლო პარტნიორობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მზაობა გამოთქვეს. გივი მიქანაძემ კონგრატბაი შარიპოვი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში მოიწვია.
აღინიშნა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რეგულარულად იმუშავებს საქართველოსა და უზბეკეთის ერთობლივი ინიციატივების, მათ შორის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაცვლითი პროგრამების, ქართულ-უზბეკური ახალგაზრდული ბანაკებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელების, საკითხებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო, სრულუფლებიანი ელჩი დავით კოტარია, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ირაკლი კვანჭახაძე და უზბეკეთის წამყვანი უნივერსიტეტის რექტორები", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.