საყურადღებო ინფორმაცია მძღოლებისთვის!
1741075841
მედიას არანაირად არ უზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და აბსოლუტურად მოდის იმ სტანდარტების კონტექსტში, რაც ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტთან არის შესაბამისობაში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ მედიის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას.
„თუმცა, ის ატარებს პრევენციულ ხასიათს და მას აქვს სადამსჯელო ღონისძიებები, გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებას არ უნდა მიეწოდოს დამახინჯებული და სიცრუეზე ორიენტირებული ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვსურს, რომ საზოგადოება მეტად დაცული იყოს და საზოგადოების ინფორმირება ეფუძნებოდეს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტ და სიმართლის შემცველ ინფორმაციას“, - აღნიშნავს მიქანაძე.
მედიის შესახებ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ.