გივი მიქანაძე გრიგოლ ხანძთელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას დაესწრო

გივი მიქანაძე გრიგოლ ხანძთელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრეზენტაციას დაესწრო

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „წმინდა გრიგოლ ხანძთელი“ პრეზენტაციას დაესწრო.

„გამორჩეული ქართველი ისტორიული მოღვაწეების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმის გადაღება არის საქართველოს პარლამენტის მიერ 2024 წლის საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცებული ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების გამოძახილი, რომელშიც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სკოლებში პატრიოტული მოტივის, ეროვნული ღირებულებების, ოჯახური სიწმინდეებისა და ტრადიციების სწავლებაზე ფოკუსირებას, მომავალი თაობების სწორად, პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდის მიზნით“, - განაცხად გივი მიქანაძემ ფილმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მართლმადიდებლურ ეკლესიას უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული სახელმწიფოებრიობის აღმშენებლობისა და  განათლების  საქმეში.

„საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ უწმინდესი და უნეტარესი შემეცნებასა და განათლების საკითხებს უდიდეს ყურადღებას უთმობს. დღევანდელი დღეც ამის ნათელი დასტურია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კათოლიკოს-პატრიარქს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ მოღვაწეობისთვის.  მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომლის მონაწილეობითა და ხელშეწყობითაც შესაძლებელი გახდა გრიგოლ ხანძთელის შესახებ ფილმის გადაღება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

ფილმის პრეზენტაციას სასულიერო პირები, სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.