„თბილისი ცენტრალის“ ადმინისტრაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1746004800
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ის განცხადებები, რომლებიც მომხსენებლებისა და რიგი პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთდა, აბსოლუტურად არ ასახავს იმ რეალობას და სიმართლეს, რაც დაკავშირებულია როგორც არჩევნებთან, ასევე შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების ცნობის საკითხზე ასამბლეა საბოლოო გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებს.
„საპარლამენტო ასამბლეის ბევრი წარმოდგენილიყო ხაზს უსვამს საქართველოს როლზე და ამ პროცესებში მისი მონაწილეობის მნიშვნელობაზე. მომავალი ორი დღის განმავლობაში აქტიური კონსულტაციები გვექნება ყველა დონეზე და ორშაბათს უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - აცხადებს მიქანაძე.
დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს.