გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში. თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი, რომელიც ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.
გიული ალასანია ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან.
"მინდა, გავაკეთო განცხადება, ძალიან მკაფიო და ნათელი ყველასთვის – ჩემი შვილი არ ადანაშაულებს ქართველებს და საქართველოს ხელისუფლებას მოწამვლაში – თუ სასიკვდილო მოწამვლა მართლაც შედგა, მას მიაჩნია, აქ არის იმ უცხო სახელმწიფოს კვალი და სტილი, რომელიც მოგეხსენებათ, ჩემს შვილს მტრად მიიჩნევს. ეს ტესტები გაკეთდა ამერიკაში, კალიფორნიაში, საუკეთესო ლაბორატორიაში, ითვლება ნომერ პირველ ლაბორატორიად და ანალიზიც გაუკეთდა საუკეთესო ტოქსიკოლოგების მიერ. ისინი ძალიან უფრთხილდებიან და სათუთად ეკიდებიან თავის რეპუტაციას, ამ საკითხს არავითარ შემეთხვევაში ზერელედ არ მოეკიდებოდნენ.
ნებისმიერ შემთხვევაში, ესაა პროვოკაცია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ყველას მოვუწოდებ პოლიტიკური მიზნით ხელის გაშვერისა და ჩემი შვილის გაუარესებულ ჯანმრთელობაზე პოლიტიკური ქულების დაწერისგან თავშეკავებისკენ. აქ წყდება ადამიანის, ჩემი შვილის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ყველას ვთხოვ, დედის პოზიციას ყურადღებით მოეპყრან და მაქსიმალური თავშეკავება გამოავლინონ. ჩემი შვილი არ აპირებს, გააგრძელოს რაიმე საქმიანობა ქართულ პოლიტიკაში და მან ეს განცხადება არაერთხელ გააკეთა, მათ შორის სასამართლო პროცესებზე. იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების. გვახსოვდეს, ყოველგვარი სპეკულაცია ვნებს ჩემი შვილის ისედაც გაუარესებულ ჯანმრთელობას, ჩემი შვილისა და ოჯახის ღირსებას," - განაცხადა გიული ალასანიამ.