ცნობილია, რამდენ დღეს დაისვენებენ მოსწავლეები პირველ სემესტრში
1760811542
ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მძიმეა, რაც ხდება, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკას.
ამასთან ვიცე სპიკერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება დაიცავს კორუფციასთან ბრძოლის პრინციპს.
„ძალიან ემოციურია მთელი გუნდისთვის, „ქართული ოცნების“ ლიდერისთვისაც განსაკუთრებით ემოციურია, ეს მძიმეა, რაც ხდება. მაგრამ ფაქტია, რომ მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, უღალატეს, საერთო იდეას, საქართველოს ინტერესს, გუნდსა და იმ პრინციპებს, რომლებზეც მყარად ვიყავით შეთანხმებული.
არანაირი კორუფცია, არანაირი გამდიდრება, მით უმეტეს, ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე – ეს იყო ჩვენი პრინციპი. ამ პრინციპს დავიცავთ და ამ პრინციპით ვართ მოწინავეთა შორის მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ თუ ამ ბრძოლის დროს გამოვლენილია ყოფილი თუ დღევანდელი თანაგუნდელი ან თანამოაზრე, მით უმეტეს, მაღალი თანამდებობის პირი, ეს ჩვენთვის ტრაგედიაცაა და გარდა ამისა, არის ინდიკატორი იმ პრინციპისა, იმ პოლიტიკისა, რასაც „ქართული ოცნება“ მომავალშიც გაატარებს.
არავითარი დანდობა, ვინაიდან ეს ყველაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ არის გაკეთებული. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა, რაზეც არაერთხელ პირადადაც მითქვამს, რომ ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ფაქტია, რომ გამოძიებას საკმაოდ მყარი მტკიცებულებების ერთობლიობა აქვს, რათა სასამართლოში ეს საქმე მოიგოს”, - განაცხადა ვოლსკიმ.
საქართველოს პროკურატურაში გამართულ გუშინ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილისა და ოთარ ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული რვა პირის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.