თურქეთში, 23 წლის ბიჭი საკუთარი ქორწილში მოკლეს
1756412736
გიორგი ვოლსკი მედიასთან თეა წულუკიანის მისამართით დეზინფორმაციულ კამპანიას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე აცხადებს, რომ ეს არის უზნეობის ის დონე, რომელიც არის ტირაჟირებულიც და პოლიტიკურ ბრძოლაში ერთ-ერთი რესურსი, რომლითაც უნდათ რომ ეს უზნეო ადამიანები ფონს გავიდნენ.
„ეს კონკრეტულ ამოცანას ისახავს მიზნად და არ არის მხოლოდ თეა წულუკიანზე მიმართული. თეა წულუკიანი არის სამაგალითო მეოჯახე ქალი, რომელიც არის თავდადებული პატრიოტი ადამიანი თავის ქვეყნისა. ის არის მაღალი დონის პროფესიონალი და ეს შეტევა მის მიმართ, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, იმსახურებს მხოლოდ ერთადერთ შეფასებას - უზნეობის ის დონე, რომელიც არის ტირაჟირებულიც და პოლიტიკურ ბრძოლაში ერთ-ერთი რესურსი, რომლითაც უნდათ რომ ეს უზნეო ადამიანები ფონს გავიდნენ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
სოციალურ პლატფორმაზე გავრცელებულ დეზინფორმაციას, მეორედ დაოჯახებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.