თურქეთში, 23 წლის ბიჭი საკუთარი ქორწილში მოკლეს

თურქეთი

თურქეთში, 23 წლის ბიჭი საკუთარი ქორწილის წვეულებაზე მოკლეს.

The guardian-ი წერს, 23 წლის ალი კ.-ს სავარაუდოდ, მეუღლის ნათესავმა ესროლა.

მედიის ცნობით, როდესაც ახალდაქორწინებულებს ცერემონიის შემდეგ სახლში აცილებდნენ, 23 წლის ალი კ.-ს სავარაუდოდ, მეუღლის ნათესავმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

პოლიციელებმა ქალი დააკავეს და მის ბაღში ორი არარეგისტრირებული პისტოლეტი აღმოაჩინეს. ინციდენტთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

შემთხვევა გირესუნის პროვინციის ქალაქ სებინკარაჰისარში მოხდა.