VIDEO: ცნობილია, რომელ გადაცემას წაიყვანს მარიამ შენგელია „რუსთავი 2-ზე“
1756411581
აშშ მიესალმება ევროპის „სამეულის“ გადაწყვეტილებას ირანის წინააღმდეგ გაეროს სანქციების აღდგენის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წერს.
„საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა დაიწყეს ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის პროცესი. სანქციების აღდგენა ირანის მიერ ბირთვული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე პირდაპირი პასუხია. აშშ მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდებს ირანს, ჩაერთოს სერიოზულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში ბირთვული საკითხის მოსაგვარებლად“, – წერს რუბიო.
ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღსადგენად 30-დღიანი პროცესი დაიწყეს.