მეცნიერებმა დიაბეტთან ბრძოლის ახალ ხერხს მიაგნეს
1756407094
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინსპექტორს და კიდევ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ მოქალაქესთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე, სარფის სასაზღვრო გამშვები-პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოიტანა „ZUMERRET”-ის ფირმის 1 200 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ბრალდებულები 27 აგვისტოს დააკავეს. ჩატარებული ჩხრეკების შედეგად აღნიშნული თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით,) და 200-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა, გადაზიდვა, ჩადენილი პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.