ქორეოგრაფიული ანსამბლი „ორბა“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1734895612
საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ ბიზნეს-სექტორის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება.
„თავდაპირველად, გადაწყვეტილი იყო, რომ დესტაბილიზაციის პროცესები საქართველოში ძალისმიერი მეთოდებით უნდა განვითარებულიყო. ამ დესტაბილიზაციისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის ეკონომიკური განვითარების შეფერხება. თუმცა, ციფრები აბსოლუტურად საპირისპიროს გვიჩვენებენ. კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ საქართველო როგორმე დაზიანდეს, სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა შეუქცევადი ხასიათი მიიღოს, რაც პირდაპირ ტოლფასია საქართველოს შეუქცევადი ნგრევისა“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ბიზნესსექტორზე წნეხი გრძელდება. ერთ-ერთი, ვინც საჯარო მოწოდებებით და აქტიურობით გამოირჩევა, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ქადაგიძეა. ის აქციაზე დაზარალებულებისთვის ფონდების შექმნას ითხოვს. მმართველი გუნდი ბიზნესზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს მამუკა ხაზარაძესაც, თუმცა, მათივე თქმით, ხაზარაძეს ეს მცდელობა არ გამოუვა.