გიორგი ვოლსკი „იგლ ჰილსზე“: როდესაც შემოდის ბიზნესი, ვისაც ინტერესი აქვს მთელი მსოფლიოს ბიზნესი დააინტერესოს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებში, ის არ ემუქრება არც ჩვენს დემოგრაფიას და არავითარი „ზაცია“ არ მოხდება

ვოლსკი

არაბიზაცია თუ გინდათ მოიკითხოთ, ევროპის დედაქალაქებს გადახედეთ, როდესაც შემოსულია მიგრაციის პროცესი, ხან მართული, ხან უმართავი, არის სერიოზული საფრთხის და პრობლემის შემცველი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „იგლ ჰილსის“ პროექტზე საუბრისას.

მისივე თქმით, როდესაც შემოდის ბიზნესი, ვისაც ინტერესი აქვს რომ არა მხოლოდ ერთი რომელიმე ეროვნების თემის ბიზნესის განვითარება მოახდინოს, არამედ მთელი მსოფლიოს ბიზნესი დააინტერესოს ჩვენი პატარა ქვეყნის შესაძლებლობებში, ის არ ემუქრება არც ჩვენს დემოგრაფიას და არავითარი „ზაცია“ არ მოხდება.

„ბიზნესის განვითარება, სტაბილურობა იმას გამოიწვევს, რომ ბევრი გასული ქართველი დაბრუნდება თავის სამშობლოში. ძალიან ბევრი რესურსი ექნებათ ახალგაზრდებს, რომ ჩაერთონ ქვეყნის აღმშენებლობის პროექტებში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.