ზელენსკი: ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ მზად არის უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნოს, მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია დაადასტუროს

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ მზად არის უკრაინაში ჯარისკაცები გაგზავნოს, მხოლოდ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეუძლია დაადასტუროს.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის სიტყვებზე იმის შესახებ, რომ აშშ „მზად არის უკრაინაში ჯარები განათავსოს“.

„ეს მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია დაადასტუროს. ეს აშშ-ის ჯარებია და, შესაბამისად, სწორედ ამერიკა იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხზე ვსაუბრობთ როგორც პრეზიდენტ ტრამპთან, ასევე „მსურველთა კოალიციის“ წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.