გიორგი ვოლსკი, გაეროში საქართველოს ამერიკის რეზოლუციის თანასპონსორობაზე: საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე გადაურჩეს ამ ტურბულენტობას, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში

გიორგი ვოლსკი

ადამიანთა ჯგუფი, რაღაც პოლიტიკური სუბიექტები გარკვეული ნარატივებიდან და გარკვეული აღქმებიდან, ცდილობენ ასეთი მოგონილი ფაქტები შექმნან, რომ საქართველოს რუსეთის ორბიტისკენ მიაქანებენ და თავი დაანება ევროინტეგრაციის პროცესს. იმის მაგივრად, რომ ფაქტმა შექმნას ნარატივი და განწყობა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ, გაეროში საქართველოს ამერიკის რეზოლუციის თანასპონსორობაზე საუბრისას.

„ფაქტი ერთია, საქართველოს საგანგებოდ მნიშვნელოვანი ამოცანა უდგას წინ, როგორმე გადაურჩეს ამ ტურბულენტობას, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ უკრაინაში. ამის ერთადერთი გზა არის მშვიდობის დამყარება. ის რესურსი, რაც ამერიკას გააჩნია, არ გააჩნია საქართველოს, რომ შეაჩეროს ეს პროცესი. რასაკვირველია ევროკავშირის ქვეყნებიც აჰყვებიან ამას და ვფიქრობ, ეს დიდი კოალიცია იქნება, რომელიც ომს დაუპირისპირდება“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

საქართველო გაეროში ამერიკის რეზოლუციის თანასპონსორია. პროექტს, რომელიც ომის დასრულებას ეხება უკვე უერთდებიან უნგრეთი, ისრაელი და ჩრდილოეთ მაკედონია.