„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ კიასტუტის ბუდრისის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს შესახებაც იმსჯელებენ.
„საქართველოს საკითხზე ლიეტუვის ინიციატივით წარვადგენთ 6-პუნქტიან ინიციატივას, როგორ ვიმოქმედოთ საქართველოსთან მიმართებაში, რამდენადაც ჰუმანიტარული ვითარება უარესდება და ახლა შესაბამისი დროა ამისთვის. ჩვენ უკვე გავავრცელეთ ჩვენი წინადადებები და რეკომენდაციები და ჯერ ჩემს კოლეგებთან განვიხილავ ყველაფერს, სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოში არსებული სავიჟო რეჟიმის გადახედვამდე“, – განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.