გიორგი ვოლსკი BBC-ის სტატიაზე: ფაქტია, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას

გიორგი ვოლსკი

ფაქტია, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას, - აცხადებს „ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ „ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

„ფაქტია, რომ მიმდინარეობს პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციას და რევოლუციური პროცესების ხელშეწყობას. არ არის ეს მარტო BBC-ი. მთელი პროპაგანდისტული ქსელი მოქმედებს, რათა საქართველოში შეირყეს მდგომარეობა. აბსურდია [გავრცელებული ინფორმაცია]. გამოვლინდებოდა, ასეთი თემა არ იმალება. 1930 წელს გამოყენებული სითხის მოძრაობა მსოფლიოში არ დარჩებოდა შეუმჩნეველი არავის“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქართული ოცნება“ BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს. აღნიშნულის თაობაზე საუბარია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.