ირაკლი კირცხალია ალეკო ელისაშვილის ქმედებაზე: ტრაგიკომედიაა. ამ ერთი მაგალითით, უმძიმესი ფაქტით მერამდენედ დადასტურდა ქვეყნის შიგნით რეალურად რა ძალებთან გვაქვს საქმე

ირაკლი კირცხალია

ტრაგიკომედიაა. ამ ერთი მაგალითით, უმძიმესი ფაქტით მერამდენედ დადასტურდა ქვეყნის შიგნით რეალურად რა ძალებთან გვაქვს საქმე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

უმრავლესობის ლიდერს ჰკითხეს, რას იტყვის ალეკო ელისაშვილის ქმედებაზე - ტერორისტულ აქტზე, რომელზეც ოპოზიციას უჭირს ტერორისტული აქტი დაარქვას.

„ტრაგიკომედიაა. ამ ერთი მაგალითით, უმძიმესი ფაქტით მერამდენედ დადასტურდა ქვეყნის შიგნით რეალურად რა ძალებთან გვაქვს საქმე. ღიმილისმომგვრელი აღარ არის [შეფასებები]. ეს არის სერიოზული პრობლემა. ყველანაირ ზღვარს გავიდნენ. ძალიან დიდ მარაზმში არიან როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით. იგივე ჯგუფი კომენტირებს BBC-ის ამ რეპორტაჟზე, ვინც მიაწოდა ეს სრულიად ანომალიური ინფორმაცია [გამოცემას] და ალბათ იგივე ჯგუფებისგან ვისმენთ [ელისაშვილზე შეფასებებს]. ვისმენთ ტრაგიკომედიურ ჟანრს ჩვენს ქვეყანაში ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე“, - აღნიშნა კირცხალიამ.

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.