ინფორმაცია მათთვის, ვინც რიკოთის მიმართულებით გადაადგილებას გეგმავს
1766818181
თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით.
გიორგი ვოლსკის თქმით, ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეტევას ახორციელებენ, თუმცა, ერთი ფაქტი ვერ მოიტანეს ისეთი, რომელიც მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმულ არასწორ ნაბიჯზე.
„თუნდაც ის, რომ დუმილის უფლებას ინარჩუნებს, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა და ამ უბედურებაში თვითონ იყო ჩართული.
ბიძინა ივანიშვილმა მოიგო, ეს ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეტევა, რასაკვირველია მიზეზი ვიცით რატომ უტევენ, რომ გადადო თავი ადამიანმა. ჯერ კიდევ მოყოლებული 2011 წლიდან და უდგას თავის ქვეყანას გვერდით, რათა არ დაინგრეს, არ ჩამოიშალოს, დესტაბილიზაციამ არ შეჭამოს და არ გადაიყოლოს ეს ქვეყანა. ამიტომ არის მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და მისი სახელის ხსენება. ერთი ფაქტი ვერ მოიტანეს ისეთი, რომელიც მეტყველებს ბიძინა ივანიშვილის მიერ არასწორ ნაბიჯზე, თავის ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმულ ნაბიჯზე“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.