საშობაო რიტუალი ტრაგედიით დასრულდა (უცხოეთი)
1766838731
ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორმა ქეთი ჰოქულმა ქარბუქის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
მეგაპოლისი რეკორდული რაოდენობის თოვლთან ერთად ხილვადობის პრობლემასაც უმკლავდება. საგანგებო ზომები მიიღეს აეროპორტებშიც. ამინდის პირობების გამო ასობით ავიარეისი გადაიდო.
მეტეოროლოგების პროგნოზით დიდთოვლობა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. უამინდობა გასული 3 წლის განმავლობაში ყველაზე უხვნალექიანი იქნება.
ნიუ-იორკის გარდა დიდთოვლობა ემუქრება ნიუ-ჯერსისა და კონექტიკუტის შტატებს.