გიორგი ვაშაძემ სექტემბრიდან მძლავრი მასობრივი პროტესტი და დაუმორჩილებლობა დააანონსა

გიორგი ვაშაძე

ჩავარდნილი გადატრიალების შემდეგ მცდელობები მაინც გრძელდება - ამჯერად „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სექტემბრიდან მძლავრი მასობრივი პროტესტი დააანონსა და თქვა, რომ დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ.

„ხელისუფლება, რომელიც არ ასრულებს და არ პასუხობს ხალხის მოთხოვნას, და, სამწუხაროდ, პროპუტინისტურ ძალად იქცა, რომელიც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაშია ბრალდებული და მათი ყოველდღიური ქმედებები თუ განცხადებები სწორედ ამას ადასტურებს, ჩვენ მშვიდობიანი, კონსტიტუციის შესაბამისი პროტესტის უფლება გვაქვს - დაუმორჩილებლობა არის ჩემი უფლება, რომელიც გარანტირენულია კონსტიტუციით. პროტესტის რესურსი აქვს ქართველ ხალხს. ვერავინ შეაჩერებს ქართულ, ევროპულ მძლავრ გენეტიკას, რომლის ზეიმიც იყო 20 ივნისს, 24 ივნისს, 3 ივლისს და რომელიც იქნება სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში - იქამდე, ვიდრე ქვეყნის დეოლიგარქიზაციას არ მოვახდენთ. ამის შემდეგ რამდენიმე საათში მოხდება დეპოლარიზაცია“, - აცხადებს ვაშაძე.