მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ამაზრზენია ის, რაც მამა შალვას მიმართ იკადრეს, გულის ამრევია ის სიბინძურე, რასაც ეს “ავხორცი მგლები” ქართული ეკლესიის, ჩვენი სამოციქულო დედა ეკლესიის მიმართ აფრქვევენ. სწორედ მათ, ამ საშინელი ძალის ბელადებს ვუწოდე “ავხორცი მგლები” და არა ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს (როგორც გაავრცელა ეს რამდენიმე ორღობის მედია-საშუალებამ და დაუმსახურებლად ალანძღვინა ზოგიერთს ჩემი თავი), რომლებიც სისხლიერებივით მიყვარან, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი სოსიაშვილი, საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ დეკანოზ შალვა კეკელიასთან დაპირისპირებაზე.
სოსიაშვილმა მის მიერ გამოცემული წიგნი გააზიარა სახელწოდებით „საბჭოთა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკა შიდა ქართლში: XX საუკუნის 20–იანი წლები“ და აღნიშნა, რომ ამ წიგნში თავმოყრილია ბოლშევიკების მიერ ჩადენილი დანაშაულები ეკლესიის მიმართ და არ ეგონა, თუ მსგავსი უბედურების ლანდი კიდევ გაკრთებოდა საქართველოში.
„როდესაც ამ წიგნზე ვმუშაობდი, ამ უმძიმეს წიგნზე, გორის არქივში ასობით დოკუმენტმა გაიარა ჩემს ხელში. დოკუმენტებიდან ისმოდა კვნესა-გოდება ბოლშევიკი ჯალათების მიერ ნაწამები, ღირსებააყრილი და შეურაცხყოფილი, კედელთან მიყენებული სასულიერო პირებისა-ტაძრებიდან თრევა-თრევით გამოყვანილი მღვდლების, თუ დიაკვან-მედავითნეების. ამ დოკუმენტებიდან ისმოდა სამრეკლოებიდან ჩამოყრილი ზარების ლეწვის ხმა. ამ დოკუმენტებიდან თითქოს დაქცეული, აფეთქებული ეკლესიების მტვრის გემოს გრძნობდი.
ამ წიგნშია ეს საზარელი მასალები თავმოყრილი და მის შესავალ წერილს ასეთი სახელწოდება აქვს: “წითელი ტერორის ექო”. არ მეგონა, თუ მსგავსი უბედურების ლანდი კიდევ გაკრთებოდა საქართველოში. ამაზრზენია ის, რაც მამა შალვას მიმართ იკადრეს, გულის ამრევია ის სიბინძურე, რასაც ეს “ავხორცი მგლები” ქართული ეკლესიის, ჩვენი სამოციქულო დედა ეკლესიის მიმართ აფრქვევენ. სწორედ მათ, ამ საშინელი ძალის ბელადებს ვუწოდე “ავხორცი მგლები” და არა ჩვენს ძვირფას ახალგაზრდებს(როგორც გაავრცელა ეს რამდენიმე ორღობის მედია-საშუალებამ და დაუმსახურებლად ალანძღვინა ზოგიერთს ჩემი თავი), რომლებიც სისხლიერებივით მიყვარან. მე არ მინდა, ამ ნეობოლშევიკების, ქართველობის და ჩვენი ტრადიციების წამბილწველი არამზადების გავლენის ქვეშ აღმოჩნდნენ ჩვენი შვილები“, - წერს გიორგი სოსიაშვილი.