„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
დიალოგის დაწყება „ოცნების“ საქმეა, „ოცნებამ“ თავად უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ დიალოგი დაიწყოს, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ოცნებას“ თუ დიალოგი სურს, დიალოგისთვის მზაობა ქმედებით უნდა აჩვენოს.
„შალვა პაპუაშვილს სჯობდა, იმაზე ესაუბრა და აეხსნა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რატომ ამხილა და დაადანაშაულა „ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების დარღვევაში, როდესაც მიუთითა იმაზე, თუ რამდენად არასწორად და მანიპულაციურად გამოიყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისთან დაკავშირებით, რომ მისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოეყენებინა ჩანაწერი და ყოფილი პრემიერისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ საქმე აღეძრა. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „ოცნებამ“, იმის ნაცვლად, რომ ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც უპირველესად ადამიანის უფლებების დაცვას უნდა ემსახურებოდეს, პირიქით, ადამიანის უფლებების დასარღვევად გამოიყენა, როდესაც სრულიად შეთითხნილი და გამოგონილი ბრალდებით გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დიალოგი სწორი იქნებოდა, ჩვენ ყოველთვის დიალოგისკენ მოვუწოდებთ. დიალოგის დაწყება „ოცნების“ საქმეა. „ოცნებამ“ თავად უნდა გადადგას ნაბიჯები იმისთვის, რომ დიალოგი დაიწყოს. როდესაც „ოცნება“ არა თუ უკან არ იხევს და არ სურს არანაირი ცვლილება საკუთარ პოლიტიკაში, სურს, ევროკავშირში საკუთარი თამაშის წესებით შევიდეს და უგულებელყოს ევროკავშირის სტანდარტები, რაც საბოლოო ჯამში დემოკრატიული სტანდარტებია. „ოცნებას“ თუ დიალოგი სურს, დიალოგისთვის მზაობა ქმედებით უნდა აჩვენოს და არა იმის ძახილით, რომ მზად არიან დიალოგისთვის. არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რეალური ნაბიჯები გადადგან. ფაქტობრივად, „ოცნების“ ყველა გზავნილი მანიპულაციაა და არანაირი კავშირი არ აქვს დიალოგთან“, – განაცხადა შარაშიძემ.