UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი მაჭავარიანი რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანების შესახებ რუმინეთის დეპუტატთა პალატის გადაწყვეტილებას აფასებს.
„რაღაც მიზეზების გამო, ევროინტეგრაციის პროცესში ზოგიერთი ქვეყანა ომში გაეხვა, ზოგიერთმა ქვეყანამ საერთოდ თავისი სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრიობის დათმობა გადაწყვიტა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ძალიან მკაფიოდ გააკეთა თავისი არჩევანი, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა გადის სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის ღირსეულად შენარჩუნებასა და დაცვაზე", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
როგორც ცნობილია, რუმინეთისა და მოლდოვას გაერთიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადება რუმინეთის დეპუტატთა პალატამ ავტომატურად დაამტკიცა და ის სენატს გადაეგზავნება.