ამ ქუჩებზე 9 იანვარს შუქი გაითიშება - ნახეთ, მისამართები
1736359371
საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დაკვირვებისა და გაშუქების იმგვარ პირობებს, რომელიც გაწერილია კანონმდებლობით, მაგრამ ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ვალდებულებას, რაც გააჩნიათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ასევე, მედიას საარჩევნო პროცესში, ვინაიდან არჩევნები არის საერთო საქმე, - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
მისივე თქმით, საპარლამენტო არჩევნებს 23 000-ზე მეტი ადგილობრივი დამკვირვებელი დააკვირდება, ასევე, 76 საერთაშორისო ორგანიზაცია, პროცესს გააშუქებს 199 მედიასაშუალება, რაც არჩევნების მიმართ უპრეცედენტო ინტერესს ნიშნავს.
„ამავე დროს ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით უზრუნველყო დამკვირვებელთა დაუბრკოლებელი რეგისტრაცია, რათა საშუალება ჰქონოდათ, დაჰკვირვებოდნენ არჩევნებს. ასევე, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს დაკვირვებისა და გაშუქების იმგვარ პირობებს, რომელიც გაწერილია კანონმდებლობით, მაგრამ ამასთანავე, მინდა ხაზი გავუსვა იმ ვალდებულებას, რაც გააჩნიათ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და ასევე, მედია საარჩევნო პროცესში, ვინაიდან არჩევნები არის საერთო საქმე და შესაბამისად, მინდა ვთხოვო ყველა ადგილობრივ დამკვირვებელს, ნუ ჩაერევა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში, ნუ შეეცდება ხელი შეუშალოს პროცესს და მათი დაკვირვება იქნება უზრუნველყოფილი ისე, როგორც ამას მოითხოვს საარჩევნო კანონმდებლობა“, - განაცხადა შარაბიძემ.