„გაითვალისწინეთ, ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია“ - მეტეოროლოგი
1754414041
ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება პუტინს ომის შეწყვეტას აიძულებს, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ენერგომატარებლების ფასები მნიშვნელოვნად თუ შემცირდება, პუტინი ადამიანების მკვლელობას შეწყვეტს. ენერგომატარებლების ფასი ბარელზე კიდევ ათი დოლარით თუ შემცირდება, მას სხვა არჩევანი არ დარჩება, რადგან მისი ეკონომიკა სავალალო მდგომარეობაშია“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს იწურება იმ ულტიმატუმის ვადა, რომელიც დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს დაუწესა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთს – ახალ სანქციებს, ხოლო მოსკოვის სავაჭრო პარტნიორებს 100%-იან ტარიფებს დაუწესებს. ტრამპი ასევე აცხადებს, რომ მომდევნო 24 საათში მნიშვნელოვნად გაზრდის ტარიფებს ინდოეთისთვის, რადგანაც ის არ ამბობს უარს რუსული ნავთობის შესყიდვაზე.