ბათუმის კულტურის ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს
1754409383
რა საფრთხეს შეიძლება გვიქმნიდეს მეორადი ტანსაცმლის გამოყენება და რა რეკომენდაციები უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ტანსაცმლიდან გადამდები დერმატოლოგიური პრობლემები თავიდან ავირიდოთ, თემაზე მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დერმატოლოგებს მსგავსი ტიპის პრობლემებით ხშირად მოგვმართავენ. საქართველოში მეორეულ ტანსაცმელს აქტიურად იყენებენ. რა თქმა უნდა, ეს დასაძრახი არ არის და არც სირცხვილია. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები ძალიან ლამაზ, განსხვავებულ და ხარისხიან ტანსაცმელსაც არჩევენ. უბრალოდ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ რეკომენდაციები, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები თავიდან ავირიდოთ. აქ ყველაზე ხშირად ინფექციები იგულისხმება. მეორეული ტანსაცმლის გამოყენებისგან ინფექციის განვითარება არც თუ ისე იშვიათია, რამაც მერე შეიძლება, სხვა, დამატებითი პრობლემები შექმნას. ეს ინფექციები გადამდებია. მათგან ყველაზე ხშირი სკაბიესი, იგივე ბღერი, რომელიც საზოგადოებაში მუნის სახელწოდებითაა გავრცელებული და ე.წ. საწოლის ბაღლინჯო, რომელიც ასევე პარაზიტული ინფექციაა. ამ ორ ინფექციას აუტანელი, ძლიერი ქავილი და გამონაყარი ახასიათებს. სკაბიესის ინკუბაციური პერიოდი შეიძლება, 40 დღე გაგრძელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ოჯახის ერთ წევრს აქვს სკაბიესი, მეორე წევრი შეიძლება, ინფიცირებული იყოს და ინფიცირების გამოვლენა 40 დღეში დაეწყოს. შეიძლება, პაციენტმა იმკურნალოს, განიკურნოს, მაგრამ მეორე ოჯახის წევრმა, რომელსაც დაავადება გვიან გამოუვლინდა, უკან გადმოსდოს. მერე თავად პაციენტსაც ეჭვი ეპარება, რომ სწორი დიაგნოზი დავუსვით. ერთ-ერთი ყველაზე ,,საშიში“ დაავადებაა. რომ მკითხონ, რა დიაგნოზით არ ისურვებდი, რომ შენთან პაციენტი მოვიდესო, არ ვისურვებდი სკაბიესით, იმიტომ, რომ მისი მკურნალობა ძალიან რთულია. განკურნებადია, მაგრამ რთულია...
აუცილებელია, შეძენის შემდეგ ტანსაცმელი გაირეცხოს. როგორც წესი, ჩვენ 40-60 გრადუს ტემპერატურაზე გარეცხვას ვურჩევთ ხოლმე. როდესაც 40 ან უფრო მაღალ გრადუსზე გავრეცხავთ ტანსაცმელს, სკაბიესის პარაზიტი კვდება. ასევე, ე.წ. საწოლის ბაღლინჯოც განეიტრალდება. გამოხარშვა არ სჭირდება. 40-60 გრადუსი სრულიად საკმარისია. არის ტანსაცმელები, რომლებიც 40 გრადუსზე არ ირეცხება, ასეთ შემთხვევაში, შეგვიძლია, ეს ტანსაცმელი პარკში მოვათავსოთ. პარკს თავი მჭიდროდ მოვუკრათ, რომ ჰაერი არ შევიდეს. გარეთ, უმჯობესია მზეზე, ერთი კვირის განმავლობაში დავდოთ. პარკი უმჯობესია, შავი იყოს. გარდა ამისა, შესაძლებელია, ორთქლის უთოც გამოვიყენოთ.
აუცილებელია, მეორეული ფეხსაცმელიც 40 გრადუსზე გაირეცხოს.
ვრცლად: