„გაითვალისწინეთ, ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია“ - მეტეოროლოგი
1754414041
ბათუმის კულტურის ცენტრი სამძიმრის წერილს ავრცელებს:
„ბათუმის კულტურის ცენტრის დირექცია, ადმინისტრაცია და შემოქმედებითი კოლექტივები ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ვოკალურ ანსამბლ “ბათუმის” მომღერლის, ქართული სასიმღერო ფოლკლორის მოამაგის, გამორჩეული სულიერი ფასეულობების მქონე ადამიანის არჩილ სოსელიას გარდაცვალების გამო.
არჩილ სოსელიას მოულოდნელი წასვლა დიდი დანაკლისია არა მარტო, მისი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ხალხური სიმღერების მოყვარული საზოგადოებისთვის.
ვემშვიდობებით დიდი გულისტკივილით და სიყვარულით. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს, ანსამბლ “ბათუმს” და ყველა იმ შემოქმედს ვისაც ბატონ არჩილთან ერთხელ მაინც უმღერია“,- ნათქვამია განცხადებაში.