საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის სამ ფაქტზე სამი პირი დააკავა.

"საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულის გამოსავლენად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები თბილისში, ოზურგეთსა და სამეგრელოს რეგიონში ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში, 8 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 39 000 ლარს აღმატება", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.