1737312489
გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს ევროპარლამენტარებთან გასაგზავნად წერილი გადასცა
საქართველოს მე-4 პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს, ევროპარლამენტარებთან გასაგზავნად წერილი გადასცა, რომელსაც ხელს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტები და პარლამენტის თავმჯდომარეები აწერენ.
გზავნილის მთავარი მოთხოვნაა, უკრაინისა და მოლდოვას მსგავსად საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის სტატუსი.
„პირველად შედგა საქართველოში, რომ 2016 წლამდე მოქმედი ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი აწერს ამ პოზიციას ხელს. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება, დაფიქსირება იმ წერტილების, სადაც ჩვენი განსხვავების მიუხედავად ერთიანები ვართ.
არ შემიძლია ამ მომენტში არ გავიხსენო ის პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე მეტად იქნებოდა ინიციატორი ა ხელის მომწერი ამ დოკუმენტის, იმიტომ, რომ მან თქვა ისტორიული ფრაზა „მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ევროპელი“ და ეს არის ზურა ჟვანია.
ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა ყველაფერი ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, 24-მდე მიგვეღწია იმისთვის, რომ ეს ვალდებულებები დარჩენილიყო, მაგრამ ჯერ კანდიდატობა მოეცათ და ვალდებულებები შემდეგ შესრულებაზე ყოფილიყო ლაპარაკი. პოლიტპატიმრების გამოშვება - მარტივად, რომ ვთქვა სააკაშვილის გაშვება სამკურნალოდ და გვარამიას გამოშვება, ეს პუნქტი ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ შესრულდეს. აი ამ პაკეტით თუ 24-მდე ჩვენ წარვდგებით ამ ფორსმაჟორულ სიტუაციაში კიდევ არის შანსი გამოსწორების“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.