სოსო თავს იცავდა. ჩემი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო ამ ყველაფერს - ანა მარგველაშვილი

ანა მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილის შვილი, ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე უდანაშაულოა და ინციდენტს მისი მცირეწლოვანი შვილიც შეესწრო.

„ჩემი ქმარი, ამ საქმეში საქმეში დაზარალებულია. სოსო თავს იცავდა. ჩემი მცირეწლოვანი შვილი შეესწრო ამ ყველაფერს. თავი ჰქონდა გატეხილი, ხელი ჰქონდა მოტეხილი, დანა ჰქონდა დარტყმული და ამ ყველაფრის მიუხედავად, დააკავეს სოსო. ყველანაირად შემიძლია წარვადგინო ის მტკიცებულებები, რომ საქმე ცალმხრივად გამოძიებულია, “- ამბობს ანა მარგველაშვილი.

ცნობისთვის, დღეს, ადვოკატებმა სოსო ყიფშიძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუმდგომლობით  მოსამართლეს მიმართეს. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული დარბაზიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.