9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის სიტყვით გამოსვლას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი გამოეხმაურა.
„პრეზიდენტმა ხაზი გავუსვა საქართველოს პოზიციას იმ პოლიტიკის მხარდაჭერის ნაწილში, რომელიც მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფას ეხმაურება. ისაუბრა ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან შერიგების პოლიტიკაზე და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ ერთიან საქართველოში გვსურს, რომ ვიცხოვროთ“, - განაცხადა კახიანმა.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა.