გიორგი გაბუნია: თარგამაძე და კანდელაკი რომ დიდი ხანია ჩართულები არიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, არიან გარე დავალებების შემსრულებლები, ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია

გიორგი გაბუნია

 თარგამაძე და კანდელაკი რომ დიდი ხანია ჩართულები არიან ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში, არიან გარე დავალებების შემსრულებლები, ეს საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

გიორგი გაბუნიას თქმით, ისინი მუდმივად ჩართულები იყვნენ ისეთ ქმედებებში, რომელიც საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას.

„მათ პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ. განსაკუთრებით, დიდი მიზნებისკენ. ერთადერთი მათი ამოცანა არის ის, რომ ქვეყანას მაქსიმალურად საფრთხე შეუქმნან, მაქსიმალურად საფრთხე შეუქმნან ჩვენს საზოგადოებას, რაც არ გამოუვათ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ყველა სახელმწიფო უწყება არის სათანადო დონეზე, მოწოდების სიმაღლეზე“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე აუდიოჩანაწერი გამოიგზავნა. საუბარია გივი თარგამაძის და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარზე, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. შეტყობინების ავტორი აღნიშნავს, რომ სანქციებს თავისი საფუძველი აქვს; აქცენტს აკეთებს გიორგი კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერზე, საიდანაც, მისივე თქმით, უცხოეთში ე.წ. „დანოსებს“ აგზავნიდა. ასევე მიუთითებს, რომ გივი თარგამაძე თავისიანების ლაპარაკს იწერს.