ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022
გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ იმ სიცრუის კამპანიას, რომელიც წარმოებდა და რომლის კულმინაციაც იყო BBC-ის სიუჟეტი, ადეკვატური პასუხი გაეცეს, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.
დეპუტატი „ქართული ოცნების“ მიერ BBC-ის წინააღმდეგ საჩივარს ეხმაურება.
„გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ იმ სიცრუის კამპანიას, რომელიც წარმოებდა და რომლის კულმინაციაც იყო BBC-ის სიუჟეტი, ადეკვატური პასუხი გაეცეს. საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ეს იყო სრული სიცრუე, არავითარი კამიტი საქართველოს სახელმწიფოს არასდროს გააჩნდა და შესაბამისად, აღნიშნული ნივთიერება არასდროს იქნებოდა გამოყენებული. ამასთან დაკავშირებით სუს-მა ჩაატარა სრული მოცულობით გამოძიება და გასცა ამ ცილისწამებას პასუხი.
ვიცით, რომ პარალელურად აშშ-ის პრეზიდენტიც უჩივის BBC-ის. მოვისმინეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ბრალდებები ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლიზ ტრასის მიმართ BBC-სთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აღნიშნული ტელეკომპანია ემსახურება კონკრეტული ნარატივების გავრცელებას კონკრეტული დავალებებით და მას არანაირი კავშირი დამოუკიდებელ მედიასთან არ აქვს“, - აღნიშნა გაბუნიამ.
საჩივარი BBC-ის მმართველი გუნდისგან - „ქართული ოცნება“ შესაბამისი პლატფორმებიდან მასალის აღებას და ბოდიშის მოხდას ითხოვს. საქმე ეხება ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებულ ფილმს, რომლითაც BBC საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს აკრძალული ქიმიური იარაღის, „კამიტის“ გამოყენებას აბრალებდა.
ამასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ მომწამვლელი ნივთიერება „კამიტი“ შსს-ს აქციების დასაშლელად არ გამოუყენებია და ეს ნივთიერება საქართველოს არასდროს შეუძენია.
ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1768545022