ეკა სეფაშვილი: იმატებს პროტესტი იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც არ ემსახურებიან მშვიდობას, სტაბილურობის შენარჩუნებასა და ქვეყნების ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას

ეკა სეფაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მხრიდან ევროკომისიისთვის კიდევ ერთ შესაძლო უნდობლობის ვოტუმის შესახებ.

მისი თქმით, იმატებს პროტესტი, იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც არ ემსახურებიან ევროკავშირის გაცხადებულ მიზნებს.

„იმატებს პროტესტი, იმ ევრობიუროკრატების მიმართ, რომლებიც აშკარად არ ემსახურებიან ევროკავშირის გაცხადებულ მიზნებს. იმ მიზნებს, რომელიც პირველ რიგში მიმართულია ამ დიდი გაერთიანების ფარგლებში მშვიდობის და სტაბილურობის დამყარების, შენარჩუნების და ამ ფონზე ქვეყნების ეკონომიკის და დემოკრატიული განვითარების მშენებლობისკენ. ვხედავთ, რომ უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა ეჭვქვეშ აყენებს ევროპელი ბიუროკრატების ცალკეულ ქმედებებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.