საგანგებო ბრიფინგი შსს-ში - დაკავებულები არიან ძალადობრივი ჯგუფის წევრები
1768558393
გლობალურ საინვესტიციო ბანკსა და ფინანსური მომსახურების ფირმას, Credit Suisse-ს, ორსულობის გამო თანამშრომლის დისკრიმინაციისთვის, თითქმის ერთი მილიონი ევროს გადახდა დაევალა.
"დისკრიმინაცია შეიძლება ძვირი დაჯდეს. Credit Suisse-მა ეს მწარე გამოცდილებით ისწავლა - ყოფილი ტრეიდერისთვის, რომელსაც ორსულობის გამჟღავნების შემდეგ, დაწინაურება და ხელფასის მატება შეუჩერეს, 910 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაევალა", - წერს ფრანგული მედია.
პარიზის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ Credit Suisse-ს დაეკისრა "900 000 ევროს ანაზღაურება დისკრიმინაციის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანისთვის" და 10 000 ევრო - "მორალური ზიანის გამო".