გიორგი გაბუნია ახალაიას განცხადებაზე: ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, რა თქმა უნდა, გულისხმობს ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებას

გიორგი გაბუნია

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ „ქრონიკასთან“ ბაჩო ახალაიას ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე პროკურატურამ წარუდგინა.

„ბიძინა ივანიშვილი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება გულისხმობს, რა თქმა უნდა, ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებას. თუ ბიძინა ივანიშვილი უნდა დაემხოს, ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნებაც“ უნდა დაემხოს. „ქართული ოცნება“ მართავს სახელმწიფოს და არის ხელისუფლებაში და ახლა სიტყვებით თამაში, ასე ვთქვი და ასე არ მითქვამს და იწილო-ბიწილო არავის სჯერა, - აღნიშნა გაბუნიამ.

საქართველოს პროკურატურამ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტზე ბაჩანა ახალაიას ბრალდება წარუდგინა.