The Wall Street Journal: გერმანიის მთავრობა ბენზინგასამართ სადგურებს ფასების დღეში ერთზე მეტჯერ გაზრდას აუკრძალავს

AP

გერმანია ბენზინგასამართ სადგურებს ფასების დღეში ერთზე მეტჯერ გაზრდას აუკრძალავს, - განაცხადა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ავრცელებს.

მან აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც რეაგირების პირველი ნაბიჯი ირანის ომის დაწყების შემდეგ საწვავის მზარდ ხარჯებთან დაკავშირებულ შეშფოთებაზე.

მისივე თქმით, გადაწყვეტილება დღეს გერმანიის ზედა პალატაში, ბუნდესრატში იყო მიღებული და ძალაში აღდგომამდე შევა.

„ჩვენ ვაძლიერებთ ფედერალურ კარტელურ ოფისს, რათა მივიღოთ ზომები გადაჭარბებული ფასების წინააღმდეგ“, - დაწერა მერცმა სოციალურ ქსელ X-ზე.