ანდრო ჭიჭინაძისა და სხვა დაკავებულების საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილება ცნობილია
1736520434
ხვალ უნდა გავაკეთოთ არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი ხალხი, - განაცხადა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
მისი თქმით, ქვეყანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ყველაზე სწორი მიმართულებით ვითარდება.
„ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი ჩვენს სამშობლოსა და მტრებს შორის. დიდი ომით, ბრძოლით მოიტანეს დღემდე ქვეყანა ჩვენმა წინაპრებმა და როგორი გადაწყვეტილებების წინაშე იყვნენ. ზუსტად ასე ვუყურებ ხვალინდელ დღეს - ეს არ არის უბრალოდ არჩევნები, როგორც აქამდე ტარდებოდა. 2012 წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გამარჯვება, მაგრამ ხვალინდელი არჩევნები არის ძალიან დიდი მნიშვნელობის რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა დავიცვათ, შევინარჩუნოთ ჩვენი მართლმადიდებლობით, ტრადიციებით და ვსაუბრობ მე ჯანსაღ, ნამდვილ, ქრისტიანულ ტრადიციებზე, რომელიც ასევე ევროპულიც არის. ამიტომ ხვალ უნდა გავაკეთოთ არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს ჩვენი ხალხი. მე ვფიქრობ, რომ ახლა ქვეყანა ყველაზე სწორად მიდის ჩვენი მთავრობის პირობებში. თუნდაც შევეხები კულტურას სფეროს, თუ როგორი წინსვლებია ამ მიმართულებით. წინა ხელისუფლების პირობებში ყველაფერი ჩაკეტილი იყო. კონკრეტული ჯგუფისთვის კეთდებოდა საქმე. დღეს უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია განხორციელებული. მარტო ჩვენ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს 37 სალოტბარო სკოლა გვაქვს ქვეყნის მასშტაბით, რომელიც სახელმწიფოს მხარდაჭერით გაკეთდა. 150 პედაგოგი გვყავს დასაქმებული. კულტურის სფერო აბსოლუტურად ღია და გახსნილია და უამრავი რამ გაკეთდა ამ მიმართულებით.
ხვალინდელი დღე არის ის დღე, რომლითაც კიდევ ერთხელ გავიმარჯვებთ და ვიამაყებთ ჩვენი არჩევანით. ქართველები გაუტეხელი ხალხი ვართ და ის საუბრები, რაც გვემის ჩვენი მეგობარი ქვეყნებისგან არის კატეგორიულად მიუღებელი. მიგვიღონ ისეთები როგორებიც ვართ. ჩვენ ჩვენს ქვეყანას და ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და ხვალ რომ გავიმარჯვებთ, კეთილ ინებონ და ეს მშვიდად მიიღონ. ნუ ეცდებიან დაპირისპირებებს, რადგან ხვალ ქართველი ხალხი ძალიან სწორ და ვაჟკაცურ არჩევანს გააკეთებს“, - განაცხადა დონაძემ.