გიორგი ჩაკვეტაძე: მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაასახელებს ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება ღირსეული და მოემსახურება ქართველ ხალხს და გარედან ჩარევების მოსამსახურე არ გახდება

გიორგი ჩაკვეტაძე

 „ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძემ პრეზიდენტის ამერიკული მოდელით არჩევის წესზე ისაუბრა.

„მნიშვნელოვანია, რომ პირველად ტარდება მსგავსი არჩევნები. მე მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაასახელებს ისეთ კანდიდატს, რომელიც იქნება ღირსეული და მოემსახურება ქართველ ხალხს და გარედან ჩარევების მოსამსახურე არ გახდება“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

დადგენილების პროექტს, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, პარლამენტმა მხარი დაუჭირა.