1745863963
"კვლავ განვიცდით საპირისპირო კლიმატურ ფაზებს, თბილი დღეებიდან უეცარ აცივებამდე..." - მეტეოროლოგის განახლებული პროგნოზი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, ამინდის განახლებულ პროგნოზზე წერს:
„ხვალ 29 აპრილს - დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და რამდენიმე გრადუსით დაგვითბება.
აღმოსავლეთში კი საპირისპირო სიტუაცია შეიქმნება და გაავდრდება, ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.
ჩვენ განვიცდით საკმაოდ დინამიკურ გაზაფხულს, ზოგან ინტენსიური ნალექით და ყველგან საშუალო კლიმატური ტემპერატურის დაბალ მაჩვენებელს.
მიმდინარე კვირა, კვლავ არასტაბილური იქნება ჩვენს ქვეყანაში, დროდადრო ისევ წვიმით და სიცივით, თუმცა კვირის ბოლოს ტემპერატურა შედარებით მაინც მოიმატებს და ცოტათი დაგვითბება.
რაც შეეხება მაისის პროგნოზს - საქართველო ტემპერატურის მხრივ დარჩება ნორმის ზღვარზე, საშუალოდან გადახრები დაახლოებით 1/ 1,5 °C ; უფრო თბილი იქნება დიახ, მაგრამ არც ძალიან, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ, სავარაუდოდ, კვლავ განვიცდით საპირისპირო კლიმატურ ფაზებს, თბილი დღეებიდან უეცარ აცივებამდე.
მაისის უფრო კონკრეტულ პროგნოზს მომდევნო დღეებში გაგაცნობთ, ნაცვრისფერი დღის მიუხედავად გისურვებთ მზესავით იყოთ თქვენ“,- წერს მეტეოროლოგი.