გიორგი ჩაკვეტაძე ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა

გიორგი ჩაკვეტაძე

რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ წინადადების უვადოდ გადადების ევროკომისიის გადაწყვეტილება მმართველი გუნდისთვის მორიგი დადასტურებაა, რომ ევროკომისია არა უკრაინის, არამედ მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. კომენტარი ამ თემაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა და ამას ფარისევლობა უწოდა.

„ეს არის ამ ადამიანების სტანდარტი, რასაც შეიძლება დავარქვათ ფარისევლობა. ძალიან მარტივი მოსაძებნია ის მონაცემები, თუ როგორ ვაჭრობს ევროკავშირი რუსეთის ფედერაციასთან, მათ შრის 2022 წლის შემდეგაც. ეს არის თვეში 1,8 მილიარდის ექსპორტი და თვეში 1,7 მილიარდის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკებიდან მიედინება ეს ფული, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსული ომის მანქანის ჯიბეში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ევროკომისიამ უვადოდ გადადო წინადადების წარდგენა რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ. კანონპროექტი 15 აპრილს უნდა წარედგინათ, თუმცა ეს თარიღი ამოიღეს და განხილვა განუსაზღვრელი დროით გადადეს. მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი დასახელდა, რომელმაც ენერგობაზარზე რყევები გამოიწვია.