გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.. მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან - ირაკლი ღარიბაშვილი

გიგა ოთხოზორია

19 მაისს ოთხი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან. სამწუხარო ფაქტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება.

„6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა.

მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი.

ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად.“ - აცხადებს პრემიერი.

ცნობისთვის, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ე.წ. მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ. ტრაგედია, რომელსაც თვითმხილველები ჰყავს, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა.

გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.