საქართველოში ახალი თაღლითური სქემა მოქმედებს... - რა უნდა იცოდეთ
1780865182
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის გიგა ფარულავას განცხადებით, ოპოზიციის კინკლაობა და ურთიერთბრალდებები, მათი დღის წესრიგი საინტერესო არ არის.
მისი თქმით, ოპოზიცია თავისი პოლიტიკური დღის წესრიგით „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
„მოქალაქეებს კარგად ახსოვთ მათი პოლიტიკური წარსული. ეს ადამიანები არაერთხელ შერიგდნენ და შემდეგ ერთმანეთს დასცხეს, ლანძღეს, შემდეგ ისევ შერიგდნენ და ახლა ლანძღვის კორიანტელში არიან. ეს ყველაფერი არ გვაინტერესებს. ფაქტია, რომ ისინი თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგით „ოცნების“ წისქვილზე ასხამენ წყალს.
ჩვენი მოქალაქეები მეტს შეიტყობენ მათ მავნებლურ ქმედებებსა და შედეგებზე, რასაც ხელისუფლების გაძლიერება მოჰყვა. რას ვერ იყოფენ, რას გეგმავენ, მათ ჰკითხეთ. „ოცნებასაც“ ჰკითხეთ, კარგად განმარტავენ, რას ვერ იყოფენ და რას გეგმავენ. დამერწმუნეთ, მათ უფრო კარგად იციან ოპოზიციის შიდა სამზარეულო და გეგმა“, – აღნიშნა გიგა ფარულავამ.